09:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 14:51:24, 886 ნახვა

რეგიონი
სოფლის ექიმები დამატებით შრომის ანაზღაურებას 2017 წელსაც მიიღებენ

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა მედიკოსებს 2016 წელს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამას უწყება მიმდინარე წელსაც აგრძელებს, რაც მაღალმთიანი აჭარის სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დამატებით 300 ლარის, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის 150 ლარის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამის ბიუჯეტი 270 000 ლარს შეადგენს და დამატებით ანაზღაურებას ჯამში 107 ექიმი მიიღებს.

ზაალ მიქელაძის განმარტებით გამკაცრდება პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, მან ასევე, მედიკოსებს სთხოვა მეტი ინიციატივის წარმოდგენა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

2016 წელს სოფლის ექიმებმა სამედიცინო მომსახურება 137 104 პაციენტს გაუწიეს. სამინისტრო პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს.

მედიკოსებთან გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლელა სურმანიძე, ზურაბ თენიეშვილი და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ფაღავა ესწრებოდნენ. დღესვე მედიკოსებს პროგრამაში ჩასართავად გაუფორმდათ შესაბამისი ხელშეკრულებები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics