13:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 17:22:47, 381 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ეს დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არანაირი კვალიფიკაცია არ აქვს

„ეს დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას  არანაირი კვალიფიკაცია არა აქვს“,-ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა.

აბაშიძის თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ დეკვალიფიკაციას განიცდის.

„ეს არის უპატივცემლობა საზოგადოების, მთლიანად  სახელმწიფოსი და ზოგადად ეს დამოკიდებულებები კიდევ ცხადყოფს, რომ  ხელისუფლებას არანაირი პასუხისმგებლობა, არანაირი  კვალიფიკაცია არა აქვს.  თუ ვინმეს კვალიფიკაცია  გააჩნდა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“   და მე კარგად ვხედავ ვიზეც შეიძლება ამას ვგულისხმობდე,  ისინი განიცდიან დეკვალიფიკაციას ამ ფონზე, ვინაიდან რჩებიან  კოალიციის ნაწილად და ბუნებრივია  ისინიც მიყვებიან უსამართლობას, რომელიც დღეს არის“,-აღნიშნა აბაშიძემ.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics