2015-03-10 17:45:34, 499 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ეუთოს გენერაურ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა.
შეხვედრაზე, ზურაბ აბაშიძემ ეუთოს გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინთან ორმხრივი დიალოგის შესახებ, რომელიც ძირითადად სავაჭრო ეკონომიკურ და სატრანსპორტო თემებს ეხებოდა.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები ევროკავშირი, ჩვენი ამერიკელი მეგობრები ცალსახად უჭერენ მხარს იმას, რომ რაოდენ რთულიც არ არის, უნდა იყოს ასეთი დიალოგი. ის უნდა გაგრძელდეს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს პროგრესი ჟენევაში , რომელიც უმთავრესი ფორმატია ყველაზე რთული პრობლემების განსახილველად“,-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან