12:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 15:17:57, 561 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა საარსებო წყაროების განფასებული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგიის განხორციელების სრულად განფასებული 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ  აღნიშნული სამოქმედო გეგმის განხილვაში.

„სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვანია, ყველა იმ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა,  რომლებსაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დიდი გამოცდილება აქვთ. 

სამინისტრომ მოისმინა იმ ორგანიზაციების მოსაზრებები და კომენტარები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას. შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა, რომ დაინტერესებული ორგანიზაციები წერილობით წარმოადგენენ თუ რა მიმართულებით ჩაერთვებიან სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“,-ნათქვამია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics