2015-03-08 16:20:39, 595 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ქალაქებში აქცია ,,მეტი ქალი პარლამენტში’’ იმართება
დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ერთდროულად საქართველოს 25 ქალაქში იმართება აქცია სახეწლოდებით ,,მეტი ქალი პარლამენტში’’.
აქციის ორგანიზატორი "ქალთა მოძრაობაა". მსვლელობა ქალების უფლებებისთვის 15:00-ზე თბილისში ვარდების მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა. აქციის მიზანი, პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობის უზრუნველყოფაა.
"დღევანდელი აქცია ქალთა მოძრაობის ორგანიზებით მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი იყოს, ასევე 30 პროცენტიანი კვოტა იყოს შემოღებული და საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა მიიღოს ეს კანონი. მეტი ქალი პლიტიკაში",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნინი ჭანტურიამ.
აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: "ხმა მიეცით ქალებს", ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში".
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან