12:38 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 18:42:48, 493 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი სამეგრელოში დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის რაიონში ის ნგრევადი ობიექტები მოინახულეს, საიდანაც, მალე, დევნილი ოჯახები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინას მიიღებენ.
ამის შესახებ “ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

 უწყების ინფორმაციით,  ე.წ „სამზარეულოსა“ და  „ფარეხის“ ჩასახლებებში გაუსაძლის პირობებში  16 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
მინისტრი და გუბერნატორის მოადგილე სამეგრელოს რეგიონში, იმ დევნილ ოჯახებსაც შეხვდნენ, რომელთაც სამინისტრომ, კრიტერიუმების შესაბამისად, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში,  კერძო სახლები საკარმიდამო ნაკვეთით შეუძინა.  
მხოლოდ სამეგრელოს რეგიონში,  ამ დროისათვის, პროექტის ფარგლებში, 70 კერძო სახლია შეძენილი და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics