2016-07-16 02:11:17, 1362 ნახვა
მსოფლიო
სამხედრო თვითმფრინავიდან პრეზიდენტის რეზიდენციას ცეცხლი გაუხსნეს
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო თვითმფრინავიდან პრეზიდენტის რეზიდენციას ცეცხლი გაუხსნეს.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი სწორედ რეზიდენციაში იმყოფებოდა, ამ დროისთვის მისი ადგილმდებარეობა უცნობია.
შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი.
ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან