2016-07-16 02:07:48, 1273 ნახვა
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია
თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ირანის პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია.
ცოტა ხნის წინ სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა საბერძნეთმაც. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საქართველო-თურქეთის საზღვარი ამ დროისთვის ჩაკეტილია.
შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი.
ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან