2016-07-16 01:58:18, 1330 ნახვა
მსოფლიო
ანკარაში ძლიერი აფეთქებები მოხდა, თურქეთის დაზვერვის სამსახურის შენობა ცეცხლის ალშია
ანკარაში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. სროლის ხმა ქალაქში ამ დრომდე ისმის.
ვრცელდება ფოტოები, რომელზეც თურქეთის დაზვერვის სამსახურის შენობა ჩანს, ის ცეცხლის ალშია გახვეული.
პრეზიდენტმა მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი.
ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან