2016-07-16 01:33:24, 1355 ნახვა
მსოფლიო
TRT: თურქეთში სამხედო მდგომარეობა გამოცხადდა, ამიერიდან თურქეთს „სამშვიდობო საბჭო“ მართავს
თურქული მედიის ცნობით, თურქეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა, TRT-ს წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ამიერიდან თურქეთს „სამშვიდობო საბჭო“ მართავს.
შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი.
ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან