2015-03-04 23:16:31, 578 ნახვა
საზოგადოება
გაზეთი "ვერსია" სოლიდარობას უცხადებს ირაკლი გედენიძეს
გაზეთი "ვერსია" სოლიდარობას უცხადებს ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს..
გაზეთ "ვერიის" მიერ გავრცელებულ განცხადებში ნათქვამია, რომ იმედია სამართალდამცავებს ეყოფათ პროფესიონალიზმი, საქმე გამოიძიონ.
"იმედია, აქციის მონაწილე გულანთებულ პატრიოტებს, ეყოფათ ვაჟკაცობა, დანაშაული აღიარონ, სამართალდამცველებს - პროფესიონალიზმი, საქმე გამოიძიონ, ხელისუფლებას კი პოლიტიკური ნება, შეფასება მისცეს, ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ ყოველ ასეთ აგრესიას...
გვერწმუნეთ, ჟურნალისტებისთვის მოღერებული მუშტი საზოგადოებას ბუმერანგის პრინციპით უკანვე დაუბრუნდება.თავისუფალი მედიის დაცვით თითოეული თქვენგანი საკუთარ თავისუფლებას იცავთ " -ნათქვამია გაზეთ "ვერსიის" ჟურნალისტების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან