2016-07-15 13:01:50, 1442 ნახვა
მსოფლიო
ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში 54 ბავშვია გადაყვანილი
ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში 54 ბავშვია გადაყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას Nice-Matin-ი საავადმყოფოს ამდინიტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ფრანგული გამოცემა წერს, რამდენიმე ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, 84 გარდაცვლილიდან რამდენიმე ბავშია, თუმცა მათი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა.
ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან