13:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 17:08:56, 1544 ნახვა

მსოფლიო
NASA-მ იუპიტერის ორბიტაზე გაგზავნილ ზონდ „იუნონასგან“ პირველი გამოსახულებები მიიღო

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ იუპიტერის ორბიტაზე გაგზავნილ ზონდ "იუნონასგან" პირველი გამოსახულებები მიიღო, - ამის შესახებ იფნორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალებსი ინფორმაციით, სურათებზე პლანეტის განათებული ნაწილი და 3 მსხვილი თანამგზავრი - იო, განიმედე და ევროპა ჩანან. მეოთხე თანამგზავრი კალისტო გამოსახულებაზე არ მოხდა. ფოტოებიდან გაირკვა, რომ "იუნონას" ფოტოაღჭურვილობა, იუპიტერის რადიაციული გამოსხივების მიუხედავად, გამართულად მუშაობს.

ამჟამად "იუნონა" იუპიტერს ელიფსურ ტრაექტორიაზე შორდება, თუმცა ზონდი პლანეტას აგვისტოში ისევ მიუახლოვდება, რაც მას უფრო მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღების საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ ნასა-მ ზონდი "იუნონა" უიპიტერის თანამგზავრზე 5 ივლისს გაიყვანა. ის იუპიტერის ორბიტაზე 1 წლის განმავლობაში დარჩება და პლანეტის სტრუქტურისა და ატმოსფეროს შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს.

ცნობისთვის, "იუნონა", "გალილეოს" შემდეგ, მეორე კოსმოსური აპარატი გახდა, რომელიც იუპიტერის ორბიტაზე გავიდა. გალილეო პლანეტის ორბიტაზე 1995-2003 წლებში იმყოფებოდა.

იუპიტერამდე მისაღწევად 1 მილიარდი დოლარის ღირბეულების კოსმოსურ აპარატს 5 წელი დასჭირდა. "იუნონა" კოსმოსში 2011 წელს გაუშვეს, მან დაახლოებით  3 მილიარდი კოლომეტრის მანძილი გაიარა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics