09:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 00:24:12, 1278 ნახვა

მსოფლიო
ყირგიზეთი: სტამბოლის აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ორ ტერორისტს რუსეთის პასპორტები ჰქონდათ

"სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე ტერაქტში მონაწილე ორ პირს რუსეთის მოქალაქის პასპორტები აღმოაჩნდათ" - ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა და ყირგიზეთის მთავრობამ დაადასტურა.

​როგორც სააგენტო Reuters-ს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  გამოძიების დროს თავდამსხმელების ცხედრებთან აღმოჩენილია ორი პასპორტი. საბუთები რაკიმ ბულგაროვისა და ვადიმ ოსმანოვის სახელზე იყო გაცემული.

მანამდე თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმაში მონაწილე სამი თვითმკვლელი რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქე იყო. ამასთან, თურქული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე წარმოშობით ჩრდილოეთ კავკასიიდან იყო, თუმცა აღნიშნული ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა.

გარდა ამისა, როგორც თურქული მედიის იტყობინება, თავდაპირველად თავდამსხმელები სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ათობით მძევლის აყვანას გეგმავდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics