13:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 11:34:20, 766 ნახვა

სამხედრო
გარდაცვლილი სამხედროების შვილებს „ციცინათელამ“ უმასპინძლა

გასართობმა პარკმა "ციცინათელამ" მეათე საიუბილეო სეზონის გახსნაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს და ოჯახის წევრებს III ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეკვეთილში მდებარე პარკში რამდენიმე ახალი ატრაქციონი წლევანდელ სეზონზე, პირველად, სწორედ, გმირების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამოქმედდა.

უწყების ცნობით, გასართობმა ცენტრმა სტუმრებს ანიმატორებთან ერთად საინტერესო შოუც შესთავაზა.

პატარა სტუმრებს კომპანია "ბარამბოს" მიერ მომზადებული სპეციალური საჩუქრები თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა მაია ქავთარაძემ და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა შალვა თევდორაძემ გადასცეს.

პარკ "ციცინათელაში" ღონისძიების დასრულების შემდეგ გმირების შვილებს და ოჯახის წევრებს III ქვეით ბრიგადაში ვახშმით გაუმასპინძლდნენ.

ღონისძიება საქართველოს ერთიანობისთვის, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics