2016-06-18 16:16:00, 1346 ნახვა
მსოფლიო
ბელგიაში ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით 12 ადამიანი დააკავეს
ბელგიაში სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, 12 ადამიანი დააკავეს.
BBC-ის ინფორმაციით, მათ ბრალად ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ორგანიზება ედებათ.
სპეცოპერაცია ქვეყნის 16 მუნიციპალიტეტში, დედაქალაქ ბრიუსელის ირგვლივ განხორციელდა. სამართალდამცველებმა 40 საცხოვრებელი სახლი და 150-მდე ავტოფარეხი გაჩხრიკეს. რეიდების დროს 40-მდე ეჭვმიტანილიც დაიკითხა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიასა და საფრანგეთში ტერაქტების ახალი სერია იგეგმებოდა. ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა ბელგიაში ჩატარებული სპეცოპერაციები აღნიშნულ საფრთხეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან