2016-06-15 13:24:12, 1290 ნახვა
მსოფლიო
ტეხასში, მამაკაცმა მძევლები აიყვანა - თავდამსხმელი მოკლულია
ტეხასის შტატის ქალაქ ამარილოში სპეცრაზმმა მამაკაცი მოკლა, რომელმაც მაღაზიაში მძევლები აიყვანა, - ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
მედია საშუალების ინფორმაციით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინციდენტი მაღაზია "ვოლმარტში" მოხდა. თავდამსხმელს 1 საათის განმავლობაში მაღაზიის ორი თანამშრომელი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ამასთან, სამართალდამცველები ამერიკულ მედიასთან საუბარში აცახდებენ, რომ თავდამსხმელი ასევე "ვოლმარტში" მუშაობდა. მათივე ცნობით, თავდასხმის მოტივები უცნობია.
მედიის ინფორმაიით, ადგილზე გამომძებლები მუშაობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან