00:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 16:09:58, 1051 ნახვა

რეგიონი
ბრეძა-ატოცის დამაკავშირებელი გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ბრეძა-ატოცის 6 კმ-ანი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

შიდა ქართლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,  გზის მონაკვეთის კაპიტალური მშენებლობა „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 596 000 ლარს შეადგენს.

როგორც შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა  აღნიშნა, გზის ამ მნიშვნელოვან მონაკვეთზე ასფალსაფარის დაგება პირველად ხდება.

„ჩვენ, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება კონფლიქტისპირა სოფლებში მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არაერთ პროექტს ვახორციელებთ. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა და სულ მალე, მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გადაადგილებას მაღალი ხარისხის ახალი გზის საშუალებით შეძლებს. აღნიშნული გზის სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“ – აღნიშნა იოსებ ოქრომელიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics