00:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 17:22:01, 861 ნახვა

რეგიონი
ფოთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში,  წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა.

პროექტის გახსნას  ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრმა, დონორი ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმართველობებისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  წარმომადგენლებთან ერთად, ნაბადას ტერიტორიაზე, ახლადაშენებული ობიექტი დათვალიერა და  დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

ობიექტის მიმდებარედ ფოტო გამოფენა მოეწყო,  სადაც ასახული იყო საქართველოს  რეგიონებში, წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. პარალელურად, გაიმართა ფოთის წყალმომარაგების სისტემის პრეზენტაცია, ასევე მობილური ლაბორატორიის გამოყენებით  წყლის სინჯების აღება და მართვის ელექტრო სისტემის წარდგენა.

„პროექტის ფარგლებში,   ნაბადას ტერიტორიაზე აშენდა სატუმბი სადგური,  საოპერატორო და საქლორატორო შენობები, წყალმომარაგების ქსელი და წყლის საფილტრი სადგური. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნოსირის 28 ჭაბურღილს. 

დასრულებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 20-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთან, დამატებითი სამუშაოების სახით, მოხდება 7 ჭაბურღილის რეაბილიტაცია, რომელიც ზაფხულში დასრულდება და  უკვე სრულად უზრუნველყოფს ქ. ფოთის 24 საათიან წყალმომარაგებას.  

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 24 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტის ფარგლებში  180 ადამიანი დასაქმდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს რეგიონებში, დონორი ორგანიზაციებისა და საქართევლოს მთავრობის ფინანსური მხარადჭერით,  სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მოსაწესრიგებლად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics