13:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 18:27:07, 2173 ნახვა

სამართალი
ნიკა გვარამია, ე.წ „საბოტაჟის“ საქმეზე 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ოპოზიციური პარტია „ახალი“-ს ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ე.წ „საბოტაჟის“ საქმეზე 30 000 ლარის  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარაბლიძემ.

გვარამიას ასევე ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე; მისი პასპორტი ჩამოერთვა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ.

გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით (საბოტაჟი და უცხო სახელმწიფოსთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება), რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics