00:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-29 21:55:10, 614 ნახვა

პოლიტიკა
ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციაა, მას თსუ-სთან შეკრებილებიც შეუერთდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები მსვლელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსთან მივიდნენ. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ასევე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - სტუდენტების თქმით, ისინი ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ რეფორმას ერთად გააპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.

დღეს თსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაზე რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე რექტორი მათ არ შეხვდება. 

ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესში შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობების შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესს წარმართავენ.

"მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.

ეს იქნება საწინდარი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობოს საერთაშორისო რეიტინგი. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო, საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობების შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს"- თქვა გივი მიქანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics