2025-08-06 11:04:05, 1951 ნახვა
მსოფლიო
ალიევი და პაშინიანი ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ - ორივე აშშ-ში არიან
სომხეთის მთავრობის ტელეგრამ-არხზე 6 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს შედგება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში.
სომხეთის მთავრობის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანი დონალდ ტრამპს შეხვდება შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.
სომხეთის მთავრობის ცნობითვე, ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრაც, რომელიც მიმართულია რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ.
გამოცემა Washington Post-ის ცნობით, თეთრ სახლში ტრამპის, ფაშინიანის და ალიევის შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება და გამორიცხული არ არის, რომ მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,