11:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 13:59:43, 799 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პროექტის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.

პროექტის ფინალური ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.  დაჯილდოების ცერემონიამდე, მთავარი სცენა საინტერესო თემატიკის ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიას და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სერიას დაეთმობა. საღამოს მთავარი თემა იქნება - „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.

ღონისძიების განრიგი:

I ნაწილი
18:00 - ღონისძიების გახსნა
18:30 - ბიზნესსაუბრები : „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“
ნიკა ქურდიანი - TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი

18:50 - ბიზნესსაუბრები: „ქართული ღვინის გზა ევროპის დახლებამდე“
გაგა მარგველაშვილი - „თბილღვინოს“ დამფუძნებელი

19:00 -  პანელური დისკუსია: „რა უნდა ვიცოდეთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე?“
გიორგი ისაკაძე, დაჩი ჭოლაძე, დავით ბარდაველიძე , თამარ სულუხია, ირაკლი ჩხაიძე

19:50 - ხუთშაბათის შეხვედრები: „სპორტი, როგორც ბიზნესი“
 
აკო ახალაია, ლევან ახვლედიანი, შოთა არველაძე, ბაჩა მალაზონია

II ნაწილი
21:30 - 
დაჯილდოების ცერემონია

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა შემდეგ ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

წელს, პროექტის  მთავარი პარტნიორია- Visa. მხარდამჭერები -  აჭარა ჯგუფი და Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics