13:07 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 13:16:20, 3776 ნახვა

კულტურა
თბილისის საკონცერტო დარბაზში რეზო ჭოხონელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება

18 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, „საუკუნის ქორეოგრაფის" წოდებისა და „ღირსების ორდენის" კავალერის რეზო ჭოხონელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება.

ღონისძების მხარდამჭერი თბილისის მერიის კულტურული  ღონისძიებების ცენტრია.

ცენტრის ინფორმაციით, საღამოში მონაწილეობენ სიმღერისა და ცეკვის  სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი"; ქუთაისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი; აჭარის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო  ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი"; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო  ანსამბლი „ ნართები"; ზუგდიდის სახელმწიფო ანსამბლი „ჩელა.

ღონისძიება ტარდება საქრთველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა  შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით და საქართველოს  ეროვნული ფილარმონიის, გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის" რედაქციის მხარდაჭერით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics