23:48 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 22:00:35, 1316 ნახვა

სხვადასხვა
აბანოების მეპატრონეები ძველი თბილისის ისტორიული აბანოების დახურვას გეგმავენ

ძველი თბილისის ისტორიული აბანოები შესაძლოა, დაიხუროს. აბანოების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მეპატრონეებმა დღეს გააკეთეს.
მიზეზად მათ ''ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის'' ახალი სატარიფო სისტემა დაასახელეს, რომელიც კომპანიამ 2015 წლიდან აამოქმედა. 

აბანოების მეპატრონეების თქმით, რამდენიმე ათასით გაძვირებული გადასახადის დაფარვას ვერ ახერხებენ. ამის გამო მათ დავალიანებაც დაუგროვდათ.
ისინი პრემიერ-მინისტრს სატარიფო სისტემაში ცვლილებების შეტანას და შეღავათიანი გადასახადის დაწესებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აბანოების დახურვას გეგმავენ.

დღეს ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. წყლის კომპანიამ კი დავალიანების ამოსაღებად სასამრთლოს მიმართა, პროცესი 5 მაისს არის ჩანიშნულია.

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში აცხადებენ, რომ აბანოების მფლობელებს პრეტენზიები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც გამრიცხველიანების სისტემა მოწესრიგდა და მათთვის აბანოების ხელმძღვანელების მოთხოვნა გაუგებარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics