17:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 17:40:24, 1317 ნახვა

რეგიონი
კასპში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნა

ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

კასპის მერიის ცნობით, ისინი 1941-1945 წლების აღმნიშვნელ მემორიალთან შეიკრიბნენ და გვირგვინით შეამკეს.

"ღონისძიების შემდეგ სოფელ ახალქალაქში ომის ვეტერანს, 99 წლის შალვა გოჩიტაშვილს ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ომის ვეტერანს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჩუქრად 1000 ლარი გადასცა",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics