18:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 16:09:11, 987 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა - მეწყერის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად 10 მილიონი ლარი გამოიყოფა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობა 10 მილიონ ლარს გამოყოფს მეწყრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

"დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაში.

მუნიციპალიტეტის მერებმა წარადგინეს დეტალური მონაცემები დაზარალებული ოჯახების და ინფრასტრუქტურის შესახებ. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და გზების აღდგენა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა დონზე, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, ასევე ცენტრალურმა უწყებებმა, ჯანდაცვის და სოციალურმა სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების გარეშე.

დღევანდელ სამუშაო თათბირს აჭარის ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის და აპარატის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics