10:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-01 14:21:02, 1571 ნახვა

სხვადასხვა
უკრაინაში, ბახმუტისთვის გამართულ ბრძოლებში მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა

უკრაინაში, ბახმუტისთვის გამართულ ბრძოლებში დაიღუპა ქართული პარტიზანული ნაწილის მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი.

ინფორმაცია ქართველმა მებრძოლებმა დაადასტურეს. 

კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლიმა ნადიმ ხმალაძემ  დაწერა: სამწუხაროდ კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა. დიდება გმირებს". - წერს ხმალაძე Facebook-ზე.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მიხეილ მაზანაშვილი წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ის უკრაინაში იბრძოდა.
„ხვალ მისი დაბადების დღეა. უკრაინაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. უკრაინელი ცოლი ჰყავდა. პატრიოტი ადამიანი იყო“.
მიხეილ მაზანაშვილი გორიდან, სოფელ ზერტიდანაა. ოჯახის ინფორმაციით, 29 წლის ქართველ მებრძოლს საქართველოში გადმოასვენებენ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან 40-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics