23:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 09:19:23, 1410 ნახვა

რეგიონი
„მობილური იუსტიციის სახლის" უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება

„მობილური იუსტიციის სახლის" გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. დღეიდან ის სამცხე-ჯავახეთის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში მცხოვრებ 10 000-მდე  მომხმარებელს 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

„მობილური იუსტიციის სახლის" ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის მოსახლეებს მიაწოდა. მომსახურების გაცემის პროცესს პირადად აკვირდებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და სსიპ „იუსტიციის სახლის" თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე. ერეკლე ღვინიანიძე მოქალაქეებს „მობილური იუსტიციის სახლის" პროექტსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობაზეც  ესაუბრა.

„მობილური იუსტიციის სახლი" იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.

პროექტი 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის  რეგიონებს მოიცავს.

სულ მალე „მობილური იუსტიციის სახლი" ქვემო ქართლის მოსახლეობისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი,  წლის ბოლომდე კი, „მობილური იუსტიციის სახლის" 20 ავტომანქანა საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics