12:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 11:43:18, 1522 ნახვა

რეგიონი
ქედაში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში" ღვინის ფესტივალთან ერთად აღინიშნა

ქედაში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში" ღვინის ფესტივალთან ერთად აღინიშნა. 

ტრადიციულად, ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაიხსნა. ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს და საპატიო ქედელები დააჯილდოვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.

გამოფენილი იყო ქედის ისტორიული ფოტოები, პუბლიკაციები, ეთნოგრაფიული, სამუზეუმო ექსპონანტები. ასევე, ქსოვის, რეწვის, ხეზე კვეთის, ფოლკლორული ნიმუშები.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ჭიბონისა და ჯარას დამზადების, ხეზე კვეთის, თამბაქოს ჭრის, კალათებისა და ბადის ქსოვის მასტერკლასებს, ასევე მონაწილეობა მიეღოთ ღვინის დაწურვისა და არაყის გამოხდის იმიტაციებში.

სადემონსტრაციოდ გამოიფინა მუნიციპალიტეტში არსებული ღვინის მარნების პროდუქცია, რაც მიზნად ისახავდა ქედაში შემორჩენილი უნიკალური ვაზის ჯიშების წარმოჩენას, პოპულარიზაციას. გამოვლინდა 22 ,,საუკეთესო მეღვინე", რომლებიც სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.
გამოფენა - გაყიდვაში მონაწილეობდა ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა - KTW", ხილის საწარმო ,,ნენა", სიგარების საწარმო ,,იმერი" და ჩირის საწარმო ,,კერკი".

მოწყობილი იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების და წითელი ჯვრის კუთხეები.

ღონისძიებას მუსიკალურად ქედის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, მოწვეული ბენდები ,,გოგლაურა" და ,,სისაიდი" აფორმებდნენ.

,,შემოდგომა ქედაში" არის დღე სტუმართმასპინძლობის, ძირძველი ტრადიციების წარმოჩენის, მეგობრობისა და სიყვარულის. შესაბამისად, წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩევა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics