2022-11-09 17:31:37, 1782 ნახვა
რეგიონი
დღეს, როლანდ ბერიძემ დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირებული ამბულატორია მოინახულა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირებული ამბულატორია მოინახულა.
პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს, რომელიც მოწყობილია შესაბამისი სტანდარტებით და სრულფასოვნად ემსახურება სოფლის მოსახლეობას. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია კიდევ ორ დანდალოს და ზვარის სამედიცინო პუნქტს უტარდება.
პირველადი ჯანდაცვის ცენტრები აღჭურვილია სამედიცინო ინვენტარით, ექიმის ჩანთა შევსილია პირველადი სამედიცინო საშუალებებით და თითოეულ ამბულატორიას ემსახურება ავტომობილი რათა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას გაეწიოს მყისიერი პირველადი სამედიცინო დახმარება.
ქედის მუნიციპალიტეტში სულ 10 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და 40 თემის სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),