|
2022-10-13 15:26:19, 1769 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების სამუშაო შეხვედრაში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქანა, კომიტეტების მიერ - შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის გარემოს ხელმისაწვდომობის შესწავლის თაობაზე, თემატური მოკვლევის პირველადი შედეგები. "მინდა მადლობა გადავუხადო ორივე კომიტეტს საკითხის ინიცირებისათვის. ჩვენი სამინისტრო დასაქმების სააგენტოსთან ერთად მოკვლევის პროცესში ჩაერთო. სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს არაერთ პროგრამას. სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გარდა უწყება გასცემს სხვადსხვა დამხმარე საშუალებებს, რაც ხელს უწყობს შშმ პირებს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ვფიქრობ შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის გარემოს ხელმისაწვდომობა მაინც რჩება მთავარ გამოწვევად. სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას" - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები, ჯანდაცვის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო საბჭოს წევრები, განათლების სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მუნიციპალიტეტებისა და სახალხო დამცველი ოფისის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს მოკვლევის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობის ანგარიში და მოსაზრებები. "მსგავსი ტიპისა და შინაარსის თემატური მოკვლევა უმაღლესი საბჭოს კომიტეტების მიერ პირველად ჩატარდა. ინიციატივის ფარგლებში ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და მუშაობას შესაბამის უწყებებთან. საჭიროების შემთხვევაში მოვამზადებთ და წარვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივებს" - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ილია ვერძაძემ. სამუშაო შეხვედრაზე მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი -"მედცენტრის" ინტერვენციულმა კარდიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, სოსო სიხარულიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: "თანამედროვე მიღწევები კარდიოლოგიაში". ცოტახნის წინ სოსო სიხარულიძის ხელმძღვანელობით აჭარაში პირველად ჩატარდა უნიკალური ოპერაცია - TAVI- აორტის სარქვლის შეცვლა გულმკერდის გახსნის გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სოსო სიხარულიძეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს ყველა ახალი სერვისის დანერგვას, რომელიც ხელს უწყობს მოსახლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)