2022-10-04 10:47:06, 1438 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტმა მინი ფეხბურთში აჭარის პირველობა მოიპოვა
მუნიციპალიტეტებსა და ბათუმის გუნდებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. ტურის ფარგლებში სულ 14 თამაში ჩატარდა, რომელშიც ქედის გუნდმა 14 - ვე მოიგო და აჭარის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ასევე, დასახელდა სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული სპორტსმენები:
- გიორგი შავლიძე - ტურნირის ბომბარდირი, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა;
- რომა ქობულაძე - ტურნირის საუკეთესო მცველი;
- ირაკლი ბარამიძე - ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე სპორტსმენებს და გუნდის წარმომადგენელს არჩილ ბეჟანიძეს შეხვდა მიღწეული გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობისათვის წარმატებები უსურვა.
ტურნირს მინი ფეხბურთში ქედის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,სასპორტო სკოლის" დირექტორი მანუჩარ ჯიჯავაძე უწევდა ორგანიზება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),