2022-10-01 15:08:24, 1576 ნახვა
რეგიონი
კუნძულ მალიორკაზე ბათუმმა შესაძლოა ტურიზმის " ოსკარი" მოიპოვოს
დღეს, მალიორკა World Travel Awards- ის დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს, სადაც ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდოზეა წარდგენილი. დღესვე ბათუმს, ასევე ოფიციალურად დაასახელებენ, როგორც 2023 წლის „World Travel Awards"-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელ ქალაქს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის 10 კონკურენტს შორისაა მატერა (იტალია), მლჯეტი (ხორვატია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი) და სოფია (ბულგარეთი).
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრებიან.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),