17:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-25 16:16:22, 1982 ნახვა

რეგიონი
,ეტალონი" 2022 - ში ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორი ჩხიკვაძემ პირველი ადგილი მოიპოვა

,ეტალონი" 2022 - ში ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორი ჩხიკვაძემ პირველი ადგილი 76 ქულით 6 წუთსა და 57 წამში მოიპოვა.

,ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ,,ეტალონი" 2022 - ის გამარჯვებული ქედის მუნიციპალიტეტის მოსწავლე გიორგი ჩხიკვაძე გახდა. ეს არამარტო მისი, არამედ მუნიციპალიტეტის წარმატებაა. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ,,ეტალონი" ერთ-ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ კონკურსში გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ" - აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.

გამარჯვებული მოსწავლე დღეს, მერმა როლანდ ბერიძემ და გოჩა ტყეშელაშვილმა სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. ღონისძიებას ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რესურსცენტრის წარმომადგენლები და ოქტომბრის საჯარო სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი" 2022 პირველი და მეორე ეტაპი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა, რომელშიც 29 მუნიციპალიტეტის და აფხაზეთის ა/რ მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას. კონკურსის დასკვნით ტურში მოსწავლეები მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ვიდეო პლათფორმის საშუალებით ჩაერთნენ, რომელსაც ღონისძიების ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics