21:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-18 11:42:16, 1893 ნახვა

სამხედრო
მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა.

დასკვნით წვრთნებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, მისი მოადგილე და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური დაესწრნენ.

საარტილერიო ქვედანაყოფმა საველე სწავლება ბატალიონის დონის შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებით განახორციელა.

საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მიზიდული იყო 34-ე საარტილერიო ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ამავე ბატალიონის ავტოტექნიკა, ჯავშანტექნიკა და შეიარაღება.

საველე სწავლების ფარგლებში დაიხვეწა როგორც სამხედროების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, აგრეთვე ბატალიონის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics