11:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 12:04:39, 887 ნახვა

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ცესკო-მ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება გააჭინაურა, რადგან მიმდინარეობდა გაყალბების პროცესი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ცესკო-ს მხრიდან წინასწარი შედეგების გამოქვეყნება გაჭიანურდა, რადგან არჩევნების გაყალბების პროცესი მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, დიდ ქალაქებში ყველაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ.

"გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა არჩევნების წარმოუდგენელი გაყალბების პროცესი, რამაც გააჭინაურა უპრეცედენტოდ ცესკოს მხრიდან არჩევნების გამოცხადება. განსაკუთრებით ეს ხდებოდა დიდ ქალაქებში, იმიტომ რომ დიდ ქალაქებში ყველაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ.

მუდმივ კოორდინაციაში ვართ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ნახეთ, რომ კონსულტაციები გუშინ ღამევე აქტიურ რეჟიმში დაიწყო, დღეს ვაგრძელებთ ამ კონსულტაციებს. 4 საათზე, ყველა, მიუხედავად იმისა თუ რა არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა გუშინ, როდესაც მხარი დაუჭირა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, დღეს გამოვიდეს ქუჩაში, იმიტომ რომ ახლა უმთავრესია, რომ დავიცვათ ჩვენი არჩევანი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics