2020-05-04 10:48:27, 6999 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კვლავ გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოსი ერთი პაციენტი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ეზუგბაიას თქმით, აღნიშნულ პაციენტს თანმდევი დაავადებაც აქვს. არსებული მკურნალობის ფონზე კი, ჯერჯერობით მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება.
„გვყავს კვლავ ერთი მძიმე, კრიტიკული პაციენტის, რომელსაც აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბადდამოკიდებული. პარალელურად მას აქვს მძიმედ მიმდინარე თანმდევი დაავადება, ესაა შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონული დაავადება. არსებული მკურნალობის ფონზე ჯერჯერობით მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება. ვნახოთ დინამიკაში რა იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან