22:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 16:37:19, 2145 ნახვა

ევროპის ამბები
მამა ლეონი: შეპყრობილია ყოველი მღვდელი თუ საერო ვინც მოძალადეებს ზურგს უმაგრებს!

 „იესომ ჰკითხა მას (შეპყრობილს): რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ“. (მკ.5)

ნამდვილად სწორად შეურჩევია სახელი რაინდადწოდებულს! უწმინდური სულითაა შეპყრობილი ყველა, ვინც სხვაზე ძალადობით ხარობს! შეპყრობილია ყოველი ადამიანი, ვინც ძალადობას ამართლებს! შეპყრობილია ყოველი მღვდელი თუ საერო ვინც მოძალადეებს ზურგს უმაგრებს!

იესომ საკუთარი ჯვარცმით არა ტანჯვა, არამედ სიყვარული გვასწავლა. ჯვარცმა ესაა სიყვარულის მაგალითი - გულწრფელი სიყვარული მათ მიმართაც კი, ვისაც იგი სძულდა.

იესოს რწმენის გავრცელებას კი მუდამ უნდა ახლდეს პავლე მოციქულის სიტყვების გააზრება - „ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული" (გალ.6). ადამიანი რომელიც სხვაზე (რა ცოდვაშიც არ უნდა იყოს ის სხვა ჩავარდნილი) ძალადობს, ამ ტვირთს არიდებს თავს და შესაბამისად რჩება ქრისტეს რჯულს გარეთ!“.

ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ლეონ გელოვანმა განაცხადა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics