23:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-09 23:09:16, 3113 ნახვა

სხვადასხვა
სერგეი დორენკო გარდაიცვალა

რადიო  «Говорит Москва»-ს მთავარი რედაქტორი მოტოციკლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიოს კუთვნილ Telegram-არხზე ავრცელებენ.

პირველმა ეს ინფორმაცია გარდაცვლილის კოლეგამ ალექსეი ვენედიქტოვმა გაავრცელა, მან დაწერა, რომ საგზაო შემთხვევა 18:20-ზე მოხდა, მოტოციკლზე მჯდომი დორენკო მოსკოვის ცენტრში , საკუთარ სახლთან ახლოს "ზემლიანოი ვალ-ის" ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლი დაკარგა და ბეტონის კედელს შეეჯახა, ადგილზე მისულ მედიკოსებს დორენკო გარდაცვლილი დახვდათ. 
აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტს ბოლო წლების მანძილზე გულის ტკივილები აწუხებდა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი დორენკო მკაფიო და რადიკალური ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩეოდა, მან უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია არაერთხელ გაამართლა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების (აფხაზეთი,სამაჩაბლო) დასაბრუნებლად საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics