22:07 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 13:58:38, 7807 ნახვა

კულტურა
თელავი „არტარეა ფესტივალის“ დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლებს

„არტარეა ფესტივალი“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას ასრულებს. 22 სექტემბერს თელავში, ნადიკვარის პარკში ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება - ექსპერიმენტული მუსიკისა და ფოლკის ინტერაქცია - პროექტი „სხვა კუთხით“ ჩატარდება.

„სხვა კუთხით“ კოლაბორაციული პროექტია, რომლის იდეა ტრადიციული მუსიკის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, 3 მუსიკოსი - ბენ უილერი, Tete Noise და ვაჟა მარი კახეთის ორ ფოლკლორულ ანსამბლთან - „პანკისთან“ და „თელავთან“ ერთად ამ პროექტის შექმნაზე მუშაობდა. 

ღონისძიებაზე ხალხური სიმღერები სპეციალური თანმიმდევრობით შესრულდება, თითოეული სიმღერის შემდეგ კი ტრადიციული მუსიკის ელემენტებით გაჯერებული ექსპერიმენტული კომპოზიციები გაჟღერდება. ერთი და იმავე კომპოზიციას, ერთ სცენაზე ყველა მუსიკოსი სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოადგენს. პროექტის მიზანია ხაზი გაესვას ტრადიციის მნიშვნელობას, მის დაცვასა და ახალ შემოქმედებით პოტენციალს.

 „არტარეა ფესტივალმა“ სტარტი 23 ივნისს რუსთავში აიღო და 6 რეგიონში 6 სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება, ასევე ტრადიციული ხელოვნების  თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით გადააზრებას, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასა და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ ქართულ ხელოვნებას.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი.

პროექტი ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics