11:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 16:27:07, 1086 ნახვა

მსოფლიო
იოჰანეს ჰანი: ბევრი საუბარია მოლოდინებზე, მაგრამ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ვალდებულებების შესრულებაც

"ჩვენ გამოვყავით რამდენიმე მთავარი საკითხი, რომელიც საქართველომ და უკრაინამ უნდა შეასრულოს, რათა  მიღებული იქნას საბოლოო პოზიტიური დასკვნა უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით",- ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინებზე ბევრი საუბრობს, თუმცა ვალდებულებების შესრულებაც მხედველობაშია მისაღები.
"ბევრი საუბარია მოლოდინებზე, მაგრამ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ვალდებულებების  შესრულებაც. პარტნიორობა ცალმხრივი არ არის, ის ორმხირივია.ჩვენ გამოვყავით რამდენიმე მთავარი საკითხი, რომელიც საქართველომ და უკრაინამ უნდა შეასრულოს, რათა  მიღებული იქნას საბოლოო პოზიტიური დასკვნა უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით. ეს შესაძლებელია. შესაძლებელია წლის ბოლომდეც დადებითი დასკვნა დაიდოს, რომლის შემდეგაც ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, იგივე ითქმის ევროპულ პერქსპეტივაზეც. იმისათვის, რომ შევსებული  იქნას წევრობის ფორმა, ამ ყველაფერს სერიოზული მუშაობა სჭირდება. ეს პროცესია,  განვითარება, რომლის შემდეგაც შეგვიძლია ვისუაბროთ განვითარებაზე",-განაცხადა იოჰანეს ჰანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics