2015-05-17 11:22:12, 692 ნახვა
სამართალი
რუსთავში თანაკლასელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს
სამართალდამცველებმა რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით, მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
შეგახსენებთ, რუსთავში მკვლელობა გუშინ მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მ-მ საკუთარ თანაკლასელს, 1992 წელს დაბადებულ გვანცა კ-ს, ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა თავად კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან