2015-05-07 12:20:25, 497 ნახვა
სამართალი
ოქროს საიუველირო ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე ჯავაჰირ ანტონიანი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე მალულად, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით 50 000 ლარის ღირებულების, ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები შემოიტანა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 5 დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან