22:11 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 10:08:15, 2534 ნახვა

სპორტი
ჯანელიძე: საფრანგეთის მთავრობასთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ

„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საფრანგეთის მთავრობასთან, ჩვენი მოქალაქეები არ დაზარალებულან ამ ტერაქტის შედეგად“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარიზში გუშინ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა ფრანგ ხალხს მომხდარის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთისთვის წინასაარჩევნო პერიოდში სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

"სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ისლამური სახელმწიფო კიდევ აქტიურია ევროპის მასშტაბით. საფრანგეთი 2015 წლის შემდეგ არის საგანგებო სიტუაციის რეჟიმში და ძალიან ბევრმა ტერაქტმა შეიწირა უდანაშაულო მოსახლეობა. საფრანგეთისთვის განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ ვუსურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას საფრანგეთს, ჩვენს პარტნიორ და ძალიან მნიშვნელოვან მეგობარ ქვეყანას",-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics