17:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 13:45:47, 2761 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი რეგიონი
კალაძე: „დარიალჰესის“ მსგავსი პროექტები საშუალებას მოგვცემს, ენერგოდამოუკიდებლობისკენ ნაბიჯები გადავდგათ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, დღეს საქართველოს ენერგეტიკისთვის, ქვეყნისთვის, ისტორიული დღეა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა „დარიალჰესის“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, „დარიალჰესი“ არის საძირკველი, რეგიონის გამდიდრებისა და გაძლიერების ათვლის წერტილი.

„მადლობა მინდა მოვახსენო პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს, მადლობა მინდა მოვახსენო „იბიარდს“. წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყნის განვითარების 4-პუნქტიანი გეგმა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო სწორედ ენერგეტიკული განვითარება, ასეთი ენერგეტიკული პროექტები საშუალებას მოგვცემს, ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადავდგათ ნაბიჯები.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებობს დესტრუქციული ძალები, ვისაც უნდა ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში დახატოს მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ და ვერ აღუდგებიან წინ ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, „დარიალჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დიდი სიმძლავრის ჰესია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics