13:10 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 14:41:30, 587 ნახვა

საზოგადოება
„ თიბისი ბანკის“ და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთობლივი ფოტოკონკურსი დაიწყო

„თიბისი ბანკისა“ და „ქოლგა თბილისი ფოტოს“  ერთობლივი ფოტოკონკურსი „დაუვიწყარი წამი“ დაიწყო.

ფოტოკონკურსში მონაწილეობა შუძლია ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

კონკურსის  მონაწილეებმა საჭიროა  გადაიღონ,  ან  არქივში მოიძიონ  ისეთი ფოტო, რომელზეც მათთვის დაუვიწყარი წამია აღბეჭდილი;   დაბეჭდონ ფოტო   A4 ფორმატში  და 29 აპრილამდე მიიტანონ თიბისი ბანკის და თიბისი კონსტანტას ნებისმიერ ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

წარმოდგენილი ფოტოები თიბისის სათაო ოფისში გამოიფინება.

გამარჯვებული ფოტო 1 მაისს, ცნობილი ფოტოგრაფებისგან შემდგარი ჟიურის მიერ,   „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გახსნის ცერემონიალზე გამოვლინდება და მის ავტორს საჩუქრად CANON 650D  გადაეცემა. 

„თიბისი ბანკის“ ორგანიზებით და „ქოლგა თბილის ფოტოს“ მხარდაჭერით  კონკურსი “დაუვიწყარი წამი“  წელს უკვე მეორედ ტარდება.

კონკურსში პირობების თანახმად: ფოტო წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭდური სახით, A4 ფორმატში, ერთ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ 3 ფოტოს წარმოდგენა; კონკურსში მიიღება როგორც ფოტოკამერით ისე მობილურით გადაღებული ფოტო, არ მიიღება Photoshop-ით დამუშავებული ფოტო; ფოტო უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას (უხამსი ან შეურაცხმყოფელი შინაარსის ფოტო კონკურსზე არ დაიშვება); კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ  თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე: http://bit.ly/1BT5uwZ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics