11:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 10:09:41, 433 ნახვა

საზოგადოება
ნაირობიში გარემოსდაცვითი ასამბლეის ბიუროს შეხვედრა იმართება

კენიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაირობიში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) გარემოსდაცვითი ასამბლეის (UNEA) ბიუროს შეხვედრა იმართება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამიინსტროს ინფორმაციით,  ღონისძიებას   მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლის, ვიცე პრეზიდენტის რანგში ესწრება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ამჟამინდელი საქმიანობა, 2018-2021 წლების სტრატეგიისა და 2018-2019 წლების სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის მომზადების საკითხები, ასევე, გარემოსდაცვითი ასამბლეის მეორე სესიის (UNEA-2) მაღალი დონის სეგმენტის სავარაუდო თემები, სესიის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, მათ შორის ბიუროს სტრატეგიული როლი.

გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეა წარმოადგენს გლობალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის მართვის ინოვაციურ პლატფორმას საკანონმდებლო, ფინანსური და განვითარების სფეროში, რომელიც 2014 წელს დაარსდა. გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეა მსოფლიო მნიშვნელობის გარემოსდაცვითი ორგანოა, რომელიც წარმოადგენს გარემოსდაცვით გამოწვევებს მშვიდობის, უსაფრთხოების, საფინანსო, სავაჭრო და ჯანდაცვის სფეროებში და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებას მსოფლიოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics