|
2016-12-20 15:37:06, 1375 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: ვიცი, რა გარიგებებს აქვს ადგილი
მე საკმარისად დიდხანს ვითმინე, ბევრი რაღაც ვიცი, ვიცი, რა გარიგებებს აქვს ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” კონფერენციაზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინაში ბრძოლას აგრძელებს, თუმცა არც საქართველოში ბრძოლაზე ამბობს უარს. მისივე განმარტებით, ლაპარკი იმაზე, რომ სააკაშვილის როლი მხოლოდ სიმბოლური უნდა იყოს, არის სიცრუე. „ჩემმა მტრებმა რუსეთში, მათ შორის უკრაინაში ეს გაასაღეს ისე, რომ სააკაშვილი მოისროლა საკუთარმა პარტიამ. ამ სიტუაციაში, როდესაც უამრავი ადამიანი გვებრძვის, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან და მინდა ვთქვა, რომ ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ამ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს. დაფიქსირება იმის, რომ რაღაც რყევებია, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და ასევე ”ნაციონალურ მოძრაობაზე“. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ და ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები. თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, ეს არის პირდაპირ, ყველაზე ცუდი თამაში, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პაპსუხისმგებლობაა, „ნაციონალური მოძრაობა“ გადააჯგუფოს, რათა პარტიამ გამარჯვება შეძლოს. „დღესდღეობით იმ ხალხმა, ვისზეც მე ვსაუბრობ, გამოგვიცხადა, რომ ჩვენ ყოველთვის დავმარცხდებით. მე უარს ვამბობ დამარცხების ლოგიკის მიღებაზე, მე უარს ვამბობ ივანიშვილის თამაშის წესების მიღებაზე. იმის გამოცხადება, რომ ჩვენ დავმარცხდებით, არის ივანიშვილის თამაშის წესები”, - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ის, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს, ეს არის ივანიშვილის თამაშის წესები.
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)