21:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 12:35:04, 1569 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძემ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას საზარელი ფაქტი უწოდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას გამოეხმაურა.

მინისტრმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომხდარი ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ცუდად არ იმოქმედებს.

„საზარელი ფაქტია, გარდაცვლილია ადამიანი დიპლომატიური მოვალეობის დროს. ვფიქრობ, რომ ეს არის ტერორისტული ფაქტი. იმედი მაქვს, რომ ეს ფაქტი არ იმოქმედებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვაზე, რამეთუ რეგიონში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების სტაბილურობას საერთო რეგიონული ურთიერთობებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, თურქეთში რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს თავს დაესხნენ. მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, ელჩი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. თავდამსხმელი სამართალდამცველების მიერ ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics